შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება დღეს დეპუტატებმა შეაფასეს
03.05.2018
უკან დაბრუნება
,,პრეზიდენტის მასობრივი შეწყალება შეიძლება იყოს უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, კორუფცია ან სამართლებრივი სისტემის მიზანმიმართული ნგრევა“- პარლამენტის თავმჯდომარის აღნიშნული განცხადება დღეს დეპუტატებმა შეაფასეს. საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობაში პოზიციები იყოფა: ევროპული საქართველოს წევრი სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ შეწყალებები ნამდვილად აჩენს კორუფციისა და უსამართლობის განცდას, თუმცა ეს იყო სისტემური გადაწყვეტილებები და მმართველი გუნდის მხრიდან პრეზიდენტის გაკრიტიკება საქმის სხვა ჭრილში გადატანის მცდელობაა.