უნდა შევიდეს თუ არა რეგლამენტში ცვლილება და საჭიროა თუ არა არსებული მოდელი გადაიხედოს-დღეს საკითხზე შეფასებები დეპუტატებმა გააკეთეს.
პოზიციები მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში არაერთგვაროვანია, მმართველ გუნდში ამბობენ, რომ პარლამენტში რეგლამენტის პრობლემა არ დგას, ოპოზიციაში კი არსებული მოდელის გადახედვის აუცილებლობაზე საუბრობენ.
ინფორმაციისთვის რეგლამენტის გადახედვის საკითხი დღის წესრიგში კონსტიტუციონალისტებმა პრეზიდენტის გუშინდელი გამოსვლის შემდეგ დააყენეს.