პრეზიდენტის ადმინისტრაციული ხარჯები და შეფასებები
03.05.2018
უკან დაბრუნება
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციული ხარჯები არამიზნობრიობის გონივრულ ეჭვს ბადებს, დღეს პარლამენტში შეფასებები მოყვა. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ირაკლი კობახიძის განცხადებებს სწორი ანალიზი უნდა მოჰყვეს და სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციები დაუშვებელია, დღესვე თემაზე კომენტარი პატრიოტთა ალიანსის წევრმა ადა მარშანიამ გააკეთა.