ფეხბურთში საქართველოს ეროვნული ლიგის პირველი წრის ერთ-ერთი ბოლო მატჩი ზესტაფონში დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართა. ერთმანეთს ქუთაისის „ტორპედო“ და ფოთის „კოლხეთი“ დაუპირსპირდნენ. შეხვედრა ფრედ 1-1 დასრულდა. 6 მაისს მე-2 წრის პირველ მატჩში ქუთაისის „ტორპედო“ გორის “დილას“ დაუპირსპირდება. გუნდი ამ დროისთვის გათამაშების ცხრილში 13 ქულით მე-5 ადგილს იკავებს.