საერთო სახალხო დღესასწაული ქალაქის მოსახლეობას ქვეყნის პრეზიდენტმა მიულოცა
02.05.2018
უკან დაბრუნება
ქუთაისში დღეს „გვირილობა“ აღინიშნება საერთო სახალხო დღესასწაული ქალაქის მოსახლეობას ქვეყნის პრეზიდენტმა მიულოცა. გიორგი მარგველაშვილმა ქალაქის ბულვარში გაისეირნა, ფოტო კინო მატეანეს მუზეუმის გამოფენა დაათვალიერა და რიგით მოქალაქეებს გაესაუბრა. დღესასწაული ქუთაისელებს პარლამენტის თავმჯდომარემ და საგარეო საქმეთა მინისტრმაც მიულოცეს.