ქუთაისი ,,გვირილობის" სახალხო დღესასწაულისთვის ემზადება
01.05.2018
უკან დაბრუნება
ქუთაისი ,,გვირილობის" სახალხო დღესასწაულისთვის ემზადება. ქალაქში ამ დღის აღსანიშნავად არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი და დილის 10 საათიდან დაიწყება. წელს, პირველად მუხნარის ტყე–პარკში გამოფენა–გაყიდვა გაიმართება, სადაც იმერეთის 12–ვე მუნიციპალიტეტს წარმოდგენილი ექნება ხელნაკეთი ნივთები, თიხაზე ნამუშევრები, და სხვადასხვა აქსესუარები. საქველმოქმედო აქციიდან შემოსული თანხა, როგორც მე–20 საუკუნის დასაწყისში ხდებოდა ტუბერკულოზით დაავადებულ ადამიანებს გადაერიცხება. ასევე, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მოეწყობა ძველი ქუთაისის ამსახველი ფოტო–ნამუშევრების, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა, კლასიკური და ქალაქური მუსიკის კონცერტი, სპორტული აქტივობები და სხვა ღონისძიებები. ქალაქში ,,გვირილობისთვის" მზადების პროცესს იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი და ქალაქის მერი გაეცნენ.
გვირილობა (თეთრი გვირილის დღე)მე-20 საუკუნის დასაწყისში ქუთაისში დამკვიდრებული საქველმოქმედო დღესასწაული იყო, რომელიც ტუბერკულოზით დაავადებულთა დახმარებისა და სოლიდარობის ნიშნად ტარდებოდა. „გვირილობის“ დამაარსებელი საშა ჩიქოვანია. მაისის პირველი ორი დღის განმავლობაში „გიმნაზისტკები“ ქველმოქმედების მიზნით გვირილებს ყიდდნენ და აღებული შემოწირულობებით ტუბერკულოზით დაავადებულებს ეხმარებოდნენ.