საკალათბურთო სუპერ ლიგის გათამაშების ბოლო შეხვედრა ტყიბულში გაიმართა,სადაც „ქუთაისი-2010“-მა მარნეულის „დელტას“ უმასპინძლა. თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა.საბოლოოდ კი ქუთაისელთა გამარჯვებით დასრულდა 96:91. ამ გამარჯვებით ქუთაისმა პირველი ადგილი დაიკავა. გათამაშების მეოთხედ ფინალში, კი ისევ მარნეულის „დელტას“ დაუპირსპირდება . გამარჯვებული ორი მოგების შემთხვევაში გამოვლინდება.
საკალათბურთო სუპერ ლიგის გათამაშება ტყიბულში 5 აპრილს დაღუპული 6 მეშახტის ხსოვნას მიეძღვნა.