საჯარო ბიბლიოთეკაში მწერალ ავთო ყურაშვილის იუბილე და ბიბლიოთეკის დღე ერთობლივად აღნიშნეს
01.05.2018
უკან დაბრუნება
საჯარო ბიბლიოთეკაში მწერალ ავთო ყურაშვილის იუბილე და ბიბლიოთეკის დღე ერთობლივად აღნიშნეს, 75 წლის მწერალმა, 15 წიგნის ავტორმა-შემოქმედებაზე სწორედ იმ სივრცეში ისაუბრა, სადაც წიგნი განსაკუთრებით ფასობს.
ბიბლიოთეკაში გამართულ საღამოს მწერლები, ჟურნალისტები და წიგნზე შეყვარებული ინტელიგენციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობამ იუბილარ სტუმარს სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.