ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციში არასამთავრობო ორგანიზაციების საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა
30.04.2018
უკან დაბრუნება
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციში არასამთავრობო ორგანიზაციების საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა.მათ ტრადიციულად, ერთი თვის განმავლობაში გაწეული საქმიანობები და აქტივობები შეაჯამეს.შეხვედრაზე აქტუალური იყო ვანისა და ხონის გაერთიანებულ ოლქში ჩატარებული შუალედური არჩევნების მონიტორინგისა და დარღვევების თემა.ყურადღება განსაკუთრებით პროცედურულ და გადასატან ყუთთან დაკავშირებულ დარღვევებზე გამახვილდა.
არასამთავრობო ორგანიზაციები საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაციების შესწავლის პროცესში არიან,.მათი თქმით საბოლოო დასკვნას მოგვიანებით დადებენ.
დღესვე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მხრიდან საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის აუცილებლობაზე ისაუბრეს.~