შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



კალათბურთში იმერეთის ჩემპიონატი ქუთაისელთა გამარჯვებით დასრულდა
30.04.2018
უკან დაბრუნება
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის ქუთაისის სპორტის სასახლემ, კალათბურთში იმერეთის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას უმასპინძლა. ორგანიზატორი იმერეთის ფედერაცია იყო. ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ქუთაისისა და საჩხერის გუნდები დაუპირისპირდნენ, მატჩი დაძაბულ ვითარებაში წარიმართა და ქუთაისელთა გამარჯვებით დასრულდა. გამარჯვებულები გარდამავალი თასითა და მედლებით დაჯილდოვდნენ.