ფეხბურთში ეროვნული ჩემპიონატის მე-8 ტურში ქუთაისის ტორპედომ რამაზ შენგელიას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე ბოლნისის „სიონს“ უმასპინძლა.მატჩი ტორპედოს სრული უპირატესობით მიმდინარეობდა.
თამაში 3:0 ტორპედოს სასარგებლოდ დასრულდა. პირველი გოლი ბოლნისის „ სიონი“-ს ფეხბურთელმა, ალექსანდრე გურეშიძემ საკუთარ კარში გაიტანა, ხოლო დანარჩენი ორი გოლი ტორპედოელებმა, ლაშა კუტალიამ და თენგიზ წიქორიძემ გაიტანეს ამ გამარჯვებით ტორპედომ სატურნირო ცხრილში 1 ადგილით ზემოთ გადაინაცვლა და მე-5 ადგილს იკავებს.
მომდევნო შეხვედრას ქუთაისის „ტორპედო“ 1 მაისს სტუმრად, ზესტაფონში , ფოთის „კოლხეთთან“ გამართავს.