შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



გივი ჭიჭინაძე ხონის მუნიციპალიტეტში შეხვდა ამომრჩევლებს
25.04.2018
უკან დაბრუნება
პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს,, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გივი ჭიჭინაძე წინასაარჩევნოდ მოსახლეობასთან შეხვედრებს და აქტიურ კომუნიკაციას აგრძელებს. ამჯერად კანდიდატი ხონის მუნიციპალიტეტში შეხვდა ამომრჩევლებს, წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო, უპასუხა მათ შეკითხვებს და გაიზიარა მოსახლეობის მოსაზრებები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. გივი ჭიჭინაძემ აღნიშნა, რომ მისი მთავარი გამოწვევა და საზრუნავი მოსახლეობისათვის სამუშაო ადგილების შექმნა იქნება. გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები, მოხდება კონკრეტული ინვესტორების მოზიდვა, რაც ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ასევე აღინიშნა, რომ დაწყებული მისი გუბერნატორობიდან, აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, ტურისტული ზონების მოწყობა და რეაბილიტაცია, რაც მომავალში კიდევ უფრო ინტენსიურ ხასიათს მიიღებს. ხონის მუნიციპალიტეტში ამომრჩეველთან კომუნიკაცია დღის ბოლომდე გაგრძელდა, ხოლო დასასრულს გივი ჭიჭინაძემ სპეციალური შეხვედრა გამართა რკინიგზელებთან. კანდიდატმა საქართველოს რკინიგზაში დასაქმებულ ადამიანებს პირობა მისცა, რომ მისი პარლამენტში არჩევის შემთხვევაში პირადად იქნება მათი უფლებების დამცველი. ასევე რკინიგზელებს გააცნო ახალი ინიციატივები რაც გულისხმობს მათი სოციალური პაკეტებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას.