გიგი უგულავა ფაროსანას წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ გატარებულ ღონისძიებებს აკრიტიკებს
25.04.2018
უკან დაბრუნება
პარლამენტში ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგი უგულავა ფაროსანას წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ გატარებულ ღონისძიებებს აკრიტიკებს. გიგი უგულავას თქმით, რეგიონის მძიმე სოციალური ფონი მწერის მავნებლობამ კიდევ უფრო დაამძიმა. მაჟორიტარობის კანდიდატი გიგი უგულავა ადგილობრივ მოსახლეობას ფაროსანას წინააღმდეგ შხამ-ქიმიკატის გამოყენების წესებს თავად აცნობს. მისი თქმით, მოსახლეობას საერთოდ არ აქვს ინფორმაცია პრეპარატის მოხმარების წესებთან დაკავშირებით და სწორედ ამიტომ დასრულდა ფატალურად რამდენიმე დღის წინ შემთხვევა, როდესაც ადგილობრივი მოსახლე არასწორად ასრულებდა შეწამვლით სამუშაოებს და გარდაიცვალა.