ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში „ქართული ოცნების“ რეგიონული კონფერენცია გაიმართა
24.04.2018
უკან დაბრუნება
ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში „ქართული ოცნების“ რეგიონული კონფერენცია გაიმართა.კონფერენციას საქართველოს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი,თბილისის მერი კახი კალაძე,საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, მაჟორიტარი დეპუტატები „ქართული ოცნების“ დელეგატები, ქუთაისის მერიის,საკრებულოსა და ააიპების წევრები დაესწრნენ.კონფერენციაზე საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე და ბიუროს წევრები აირჩიეს.ქუთაისში საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარედ ქალაქის მერი გიორგი ჭიღვარია დაასახელეს.მსგავსი ტიპის კონფერენციებს „ქართული ოცნება“ ქვეყნის მასშტაბით მართავს.