სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონული ჩემპიონატი დასრულდა
24.04.2018
უკან დაბრუნება
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონული ჩემპიონატი დასრულდა, ფინალურ თამაშებს ქუთაისის სპორტის სასახლემ უმასპინძლა. თამაში სამი სამზე ცალ ფარში ნახევარ ფინალისტების შეჯიბრით გაიხსნა , ერთმანეთს სამტრედიისა და საჩხერის გოგონათა გუნდები დაუპირისპირდნენ თამაში სამრედიის სასარგებლოდ 5-4 დასრულდა. რაც შეეხება ვაჟთა გუნდს, ერთმანეთს ქუთაისისა და ხონის გუნდები დაუპირისპირდნენ, საბოლოო ანგარიში სტუმარი გუნდის სასარგებლოდ 14-12 დასრულდა. გაიმართა ასევე ფინალური ტური ფეხბურთში ერთმანეთს ქუთაისისა და ჭიათურის გუნდები დაუპირისპირდნენ , ანგარიში 2-0 ქუთაისელთა გამარჯვებით დასრულდა. დღესვე მოხდა სპორტის სხვადასხვა სახეობაში გამარჯვებულების დაჯილდოვება. იმერეთის სპორტული ოლიმპიადა მეხუთე წელია იმართება, წელს მასში იმერეთის 12 მუნიციპალიტეტის გუნდები იღებდნენ მონაწეილეობას. გამარჯვებულები სპორტის 13 სახეობასი გამოვლინდნენ.