შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



მაჟორიტარობის კანდიდატს „ევროპული საქართველოდან“ შეხვედრების დატვირთული გრაფიკი აქვს
24.04.2018
უკან დაბრუნება
მაჟორიტარობის კანდიდატს „ევროპული საქართველოდან“ შეხვედრების დატვირთული გრაფიკი აქვს. გიგი უგულავა ყოველდღიურად სოციალურად დაუცველ ოჯახებსაც სტუმრობს. ვანის რაიონის სოფელ სალხინოში 97 წლის მარტოხელა მოხუცი ყოველგვარი დახმარებების გარეშე მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში ცხოვრობს. პარლამენტში ვანი-ხონის მაჟორიტარობის კანდიდატთან გიგი უგულავასთან საუბარში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, დამსახურებული ქალბატონი ჟენია ძაგნიძე ამბობს, რომ სოციალური შემწეობა მოუხსნეს, მარტოხელა პენსიონერს წინმსწრებად გამოტანილი აქვს პენსიაც და უსახსრობის გამო კომუნალურ გადასახადს ვეღარ იხდის. ჩაჭრილი აქვს ბუნებრივი აირი.