შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



რეზო ჭეიშვილის დაბადებიდან 85 წელი გავიდა
24.04.2018
უკან დაბრუნება
რეზო ჭეიშვილის დაბადებიდან 85 წელი გავიდა. მწერლის ოჯახის წევრები, მეგობრები და კოლეგები დღეს მის სასაფლაოზე შეიკრიბნენ და კიდევ ერთხელ გაიხსენეს. რეზო ჭეიშვილი 1933 წლის 24 აპრილს ქუთაისში დაიბადა. იყო მრავალი რომანის, მოთხრობისა თუ პუბლიცისტური ნაშრომის ავტორი, შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატი. რეზო ჭეიშვილი 2015 წლის 11 სექტემბერს გარდაიცვა, დაკრძალულია ქუთაისში მწვანე ყვავილას პანთეონში.