შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



წმინდა ნინოს სახელობის მესამე საჯარო სკოლას დღეს შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი სტუმრობდა
24.04.2018
უკან დაბრუნება
წმინდა ნინოს სახელობის მესამე საჯარო სკოლას დღეს ამავე სკოლის კურსდამთავრებული შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი სტუმრობდა.ქეთევან ციხელაშვილი პედაგოგებსა და მოსწავლეებს შეხვდა. მინისტრმა ყურადღება ნატოს კვირეულზე გაამახვილა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსის შესახებ ისაუბრა.იგი ასევე იმ მწვავე, გადაუჭრელ პრობლემებს შეეხო ,რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით.შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.მინისტრმა მოსწაველეების შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა.