გივი ჭიჭინაძე ხონის მუნიციპალიტეტის დ. აღმაშენებლის ქუჩის მცხოვრებლებს, ასევე სოფლების - კინჩხასა და გორდის მოსახლეობას შეხვდა
20.04.2018
უკან დაბრუნება
პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს,, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გივი ჭიჭინაძე ხონის მუნიციპალიტეტის დ. აღმაშენებლის ქუჩის მცხოვრებლებს, ასევე სოფლების - კინჩხასა და გორდის მოსახლეობას შეხვდა. ამომრჩეველთან შეხვედრისას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ხაზი გაუსვა იმ მნიშვნელოვან პროექტებს, რაც დაგეგმილია მუნიციპალიტეტში და უახლოეს პერიოდში დაიწყება განხორციელება. აღინიშნა, რომ განსაკუთრებით დიდი ყურადღება მიექცევა ტურიზმის განვითარებას და ამ კუთხით კვლავ გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები, რადგან ხონის მუნიციპალიტეტს აქვს უდიდესი ტურისტული პოტენციალი, ხოლო მისი სწორად განვითარება პირდაპირპროპორციულად აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე. ამომრჩეველთან საუბრისას გივი ჭიჭინაძემ განმარტა, რომ მისი გუბერნატორობის პერიოდში უკვე განხორციელდა კონკრეტული საინვესტიციო პროექტები, რამაც ხელი შეუწყო ახალი სამუშაო ადგილის შექმნას და მომავალშიც მისი პრიორიტეტი სწორედ მოსახლეობის დასაქმება და ინვესტორების დაინტერესება იქნება. გივი ჭიჭინაძესთან ერთად წინასაარჩევნო შეხვედრას ესწრებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები და ხონის მუნიციპალიტეტის მერი, რომლებმაც პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს,, სახელით კანდიდატს სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს.