მმართველი გუნდის კანდიდატი, გივი ჭიჭინაძე ხონის მუნიციპალიტეტში სოფლების: ივანდიდის, ქუტირისა და პატარა ჯიხაიშის მოსახლეობას შეხვდა
19.04.2018
უკან დაბრუნება
მმართველი გუნდის კანდიდატი, გივი ჭიჭინაძე ხონის მუნიციპალიტეტში სოფლების: ივანდიდის, ქუტირისა და პატარა ჯიხაიშის მოსახლეობას შეხვდა. ამომრჩევლებმა კანდიდატისგან წინასაარჩევნო პროგრამა მოისმინეს, რომელიც ხალხის პრიორიტეტებსა და კეთილდღეობაზეა ორიენტირებული.
პარტიის ,,ქართული ოცნება“ ხელისუფლების პირობებში სოფელ პატარა ჯიხაიში 4 კილომეტრიანი საავტომობილო გზა დაიგო. სოფელ ივანდიდში დამონტაჟდა გარე განათება, მოწესრიგდა სოფლამდე მისასვლელი გზა და ამ ეტაპზე სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ხოლო ქუტირში სკოლამდელი დაწესებულების სრული რეაბილიტაცია მოხდა. ასევე, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა პროექტები განხორციელდა. ამჟამად საკანალიზაციო სისტემის მოწყობა მიმდინარეობს და პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია.