გივი ჭიჭინაძემ ვანის მუნიციპალიტეტის სამი სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა
19.04.2018
უკან დაბრუნება
პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს,, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გივი ჭიჭინაძემ ვანის მუნიციპალიტეტის სამი სოფლის: უხუთის, გორას და სალომინაოს მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. გივი ჭიჭინაძემ ხალხთან ერთად შეაჯამა მისი გუბერნატორობის პერიოდში, აღნიშნულ სოფლებსა და ზოგადად, რეგიონში განხორციელებული პროექტები და დეტალურად ისაუბრა სამომავლო გეგმებზე. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატისთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მისი ნაბიჯი და დაგეგმილი გადაწყვეტილება შეთანხმებული იყოს მოსახლეობასთან და ხალხს ჰქონდეს ამომწურავი ინფორმაცია, თუ რა გეგმები აქვს მას რეგიონის განვითარებასთან დაკავშირებით. სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრისას კანდიდატმა აღნიშნა, რომ მისი პარლამენტში არჩევის შემდეგ პრიორიტეტი იქნება იმ სოციალური პრობლემების უმოკლეს ვადაში გადაწყვეტა, რაც აწუხებს მოსახლეობას. ასევე მკაფიოდ განმარტა, რომ უდიდესი ყურადღება მიექცევა სოფლის მეურნეობას და აგრარულ პროექტებს. თითოეულ ადამიანს ექნება სრული წვდომა ყველა იმ პროექტზე, რასაც ახორციელებს სახელმწიფო. ამასთან გივი ჭიჭინაძემ აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში არაერთი ახალი პროექტი განხორციელდება.