საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ბრიფინგი გამართა
18.04.2018
უკან დაბრუნება
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ბრიფინგი გამართა და ჟურნალისტებს ინფორმაცია პარლამენტის ახალი ინიციატივის შესახებ მიაწოდა. თამარ ჩუგოშვილის თქმით გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი ჰაერის დაბინძურების საკითხების შესწავლას იწყებს, რომლის შემდეგაც შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდება და შემუშავდება რეკომენდაციები.