პირველ საჯარო სკოლას პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ესტუმრა
18.04.2018
უკან დაბრუნება
პირველ საჯარო სკოლას პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ესტუმრა და გარემოს დაცვისა და განათლების სამინისტროს მიერ ერთობლივად ჩატარებულ კონკურსში წარმატებით მონაწილეობის ნიშნად სკოლას იშვიათი ჯიშის მცენარე -მექსიკური-„ბოკარნეა“ გადასცა. „ნიკო კეცხოველის პრემია 2018“ გარემოს დაცვითი სასკოლო კონკურსია და მოსახლეობაში ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კონკურსის მონაწილე ბავშვებს გაესაუბრა და სკოლის მუზეუმიც დაათვალიერებინა.