ქუთაისელი სპორტსმენები ბადმინტონის სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატში იასპარეზებენ
18.04.2018
უკან დაბრუნება
ქუთაისელი სპორტსმენები ბადმინტონის სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატში იასპარეზებენ. ჩემპიონატი ინდოეთში გაიმართება.ქუთაისის ღირსებას 21-ე საჯარო სკოლის გუნდი დაიცავს . სპორტსმენები ბადმინტონის სამშობლოში დღეს გაემგზავრებიან, მათ ქალაქის მერი გიორგი ჭიღვარია შეხვდა და წარმატება უსურვა.სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატი ინდოეთში 19-25 აპრილს გაიმართება.