დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სტუმრად საქართველოს პარლამენტში
10.12.2015
უკან დაბრუნება
დღეს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში , ალექსანდრა ჰოლ ჰოლს უმასპინძლეს.
საუბარი ბრიტანულ-ქართული ურთიერთობის ახლანდელ თანამშრომლობას და სამომავლო გეგმებს შეეხო. შეხვედრაზე ელჩმა განსაკუთრებული ყურადღება იმ პროგრამებსა და პროექტებზეც გაამახვილა, რომელთა განხორციელებაც მომავალი წლიდან იგეგმება.