მოწმეთა დაკითხვის წესთან დაკავშირებით სხდომაზე პირველი მოსმენით იმსჯელეს
10.12.2015
უკან დაბრუნება
პარლამენტმა მოწმეთა დაკითხვის წესთან დაკავშირებით კანონპროექტი დღევანდელ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილა. პროექტის მიხედვით ცვლილებები „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ შედის, რომლის მიხედვით, მოწმის დამოკითხვა გამომძიებლის მხრიდან ნებაყოფლობითი იქნება, მაგრამ თუ ის ინფორმაციის მიწოდებაზე უარს იტყვის, ამ შემთხვევაში პროკურორს უფლება ეძლევა მოწმის დასაკითხად სასამართლოს მიმართოს და იგი მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხოს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დეპუტატებს განსხვავებული პოზიციები აქვთ.