რუსთავი-2 მხარდამჭერ აქციაზე დაკავებული ახალგაზრდების გათავისუფლებასთნ დაკავშირებით უმცირესობამ რეზოლუცია მოამზადა, რომელიც ბრალდებულების გათავისუფლებას ითვალისწინებსს. უმრავლესობის წარმომადგენელთა განცხადებით, ა მომხრე, რომ ახალგაზრდები პატიმრობაში იყვნენ,არ არიან, თუმცა წარმოდგენილი სახით რეზოლუციის მიღება გამართლებულად არ მიაჩნიათ, რადგან ეს, მათი აზრით, სასამართლოზე ზემოქმედებას წარმოადგენს. რეზოლუციის განხილვას დღეს პარლამენტში დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. სიტყვიერი შეურცყოფა ერთმანეთს ნუკრი ქანთარიამ და გოკა გაბაშვილმა მიაყენეს,დაპირისპირება სხდომათა დარბაზიდან ფოიეშიც გაგრძელდა.