ახალ შემეცნებით პროექტი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეთათვის და სტუდემტებისთვის
14.04.2018
უკან დაბრუნება
საქართველოს კულტურილი მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეთათვის და სტუდემტებისთვის, ახალ შემეცნებით პროექტს ახორციელებს.
პროგრამის პრეზენტაცია დღეს ქუთაისში, ნაზარიშვილის მემორიალურ მუზეუმში შედგა. სააგენტოს ახალი საგანმანათლებლო_შემეცნებითი მიმართულების განხორციელება, სიმბოლურად ქართული ანის დღეს დაემთხვა.
პროგრამა „ დამწერლობა ქართული“, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საგანმანათლებლო სამსახურის სპეციალისტემის მიერ შეიქმნა, მიზნად ისახავს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის, ქართული ანბანის სამის სახეობის პოპულარიზაციას.
პროგრამის მსვლელობისას მოზარდები გაეცნენ ქართული ანბანის განვითარების ეტაპებს, სპეციალურად მომზადებული თვალსაჩინოებების საშუალებით, მათ ასომთავრული ტექსტეის ამოკითხვისა და შექმნის საშუალება მიეცათ.