შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



სოფელ ამაღლების მაცხოვრებელთა პრობლემით ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ევროპული საქართველოდან, გიგი უგულავა დაინტერესდა
14.04.2018
უკან დაბრუნება
ვანის რაიონის სოფელ ამაღლებაში წყლის წისქვილი ოთხი წელია საფქვავმა ჩაანაცვლა, რამაც მოსახლეობის ისედაც შეჭირვებული ყოფა გააუარესა. ადგილობრივების თქმით, წყალდიდობების შედეგად არხი ჩაიხერგა და სათავეში ჯებირიც დაზიანებულია. ისინი წყლის წისქვილის ქღდენისათვის დახმარებას ითხოვენ. წყლის წისქვილით ადრე მეზობელი სოფლების მაცხოვრებლებიც სარგებლობდნენ და იგი ერთგვარი თავშეწრის ადგილიც იყო. წყლით გამომუშავებული ელექტროენერგია კი 18 ოჯახს ყოფნიდა. სოფელ ამაღლების მაცხოვრებელთა პრობლემით ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ევროპული საქართველოდან, გიგი უგულავა დაინტერესდა.