გივი ჭიჭინაძე ხონის მუნიციპალიტეტში ნახახულევის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი 3 სოფლის მოსახლეობას შეხვდა
13.04.2018
უკან დაბრუნება
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გივი ჭიჭინაძე ამომრჩევლებთან შეხვედრებს აქტიურად აგრძელებს. სახელისუფლებო გუნდის კანდიდატი დღეს, ხონის მუნიციპალიტეტში ნახახულევის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი 3 სოფლის მოსახლეობას შეხვდა და წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო. ასევე, კანდიდატმა ისაუბრა ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებზე, რომელიც მოსახლეობის ჩართულობითა და მოთხოვნის საფუძველზე ხორციელდება.
ნახახულევის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე წელს სპორტული მოედნის რეაბილიტაცია განხორციელდა.