ქუთაისის მერიის ბალანსზე არსებული ავტომანქანების შეკეთებას ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აპროტესტებს
13.04.2018
უკან დაბრუნება
ქუთაისის მერიის ბალანსზე არსებული ავტომანქანების შეკეთებას ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აპროტესტებს, განმარტავენ, რომ ჩატარებული ტენდერის შედეგად გამოვლენილი გამარჯვებული ავტომობილების შეკეთებას 340 ათას ლარად უზრუნველყოფს.
ასევე მერია მიმდინარე წელს 440 ათასი ლარის საწვავის მოხმარებას გეგმავს, ნაციონალურ მოძრაობაში ამ ხარჯების სანაცვლოდ, ბაღის აღმზრდელებისთვის ხელფასის 100 ლარიანი მატების შესაძლებლობაზე საუბრობენ და მერიას ტენდერის გაუქმებას, ავტომობილების გაყიდვას და სანაცვლოდ ჰიბრიდის ტიპის, ეკონომიური მანქანების შეძენას მოუწოდებენ. გიგა შუშანიას განცხადებებს მერიაში ეხმაურებიან და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას უწოდებენ.