პარტია ,,ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა გივი ჭიჭინაძემ ამომრჩევლებს წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო
13.04.2018
უკან დაბრუნება
პარტია ,,ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა გივი ჭიჭინაძემ ამომრჩევლებს წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და ყველა იმ პრიორიტეტების შესახებ ისაუბრა, რომელიც ხონის განვითარებისთვის აუცილებელია. ასევე, ყურადღება გაამახვილა ბოლო 3 წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტის გაზიფიცირების პროცესსა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე. ხონში, როგორც ქალაქში ასევე, სოფლების უმრავლესობა გაზიფიცირებულია. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაც აქტიურად მიმდინარეობს და წელს ამ მიმართულებისთვის 4 მილიონი ლარია გამოყოფილი.
შეხვედრაზე მოსახლეობამ კმაყოფილება გამოთქვა უკვე განხორციელებული პროექტებისთვის.წელს კი იგეგმება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. არის საკითხები, რომელიც დროულად მოგვარებას საჭიროებს.