შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



არასამთაავრობო ორგანიზაციის კვლევა- საკრებულოს მუშაობის შესახებ
10.12.2015
უკან დაბრუნება
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო-გამჭვირვალობა-საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ჩატარებული კვლევის შედეგები დღეს ქუთაისში წარმოადგინეს. კვლევა საქართველოს სამი ქალაქის: თბილისის, ქუთაისისა და ზუგდიდის საკრებულოების მუშაობას ეხებოდა. როგორც კვლევებმა აჩვენა, სამივე ქალაქში საკრებულოს ძლიერი და სუსტი მხარეები თითქმის იდენტურია. ორგანიზაციის წევრების თქმით, კვლევის წარმოების დროს თანამშრომლობდნენ მერიასთან და საკრებულოსთან, ასევე ყველა საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა ოფიციალურად მოხდა.,,დღის ამბებს,, ქუთაისის საკრებულოში განუცხადეს, რომ ოფიციალურ განცხადებას ხვალ გააკეთებენ.