შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



რატომ უწუნებენ ქუთაისის მერიას "თეთრი ხიდის" პროექტს?
30.03.2018
უკან დაბრუნება
"გაუმართლებელი ხარჯი", "ერთპიროვნული გადაწყვეტილება" და "ხიდის გაუპატიურება"- ასეთი შეფასებები გააკეთეს არასამთავროვბო ორგანიზაციის "ევროპა ჩვენი სახლია" წარმომადგენლებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე, სადაც ქუთაისის მერიის მიერ ყოველგვარი განხილვისა და კონკურსის გარეშე "თეთრი ხიდის" რეაბილიტაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტეს. ორგანიზაციის წევრებს მიუღებლად და უგემოვნოდ მიაჩნიათ პროექტი, რომელიც მერიამ წარმოადგინა, ამასთან გაუმართლებელ ხარჯად მიიჩნევენ ნახევარი მილიონი ლარის დახარჯვას იმ სამუშაოსათვის, რომლის არა თუ საჭიროება არ არსებობს, პირიქით, ავთენტურობას დაუკარგავს ხიდს, რომელიც უკვე იქცა ქალაქის სიმბოლოდ.უთაისის მერიაში ჯერჯერობით "ევროპა ჩვენი სახლიას" განცხადებაზე კომენტარს არ აკეთებენ