დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელში უკვე რამდენიმე წელია მარტში ქალთა ისტორიის თვეს სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავენ
28.03.2018
უკან დაბრუნება
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელში უკვე რამდენიმე წელია მარტში ქალთა ისტორიის თვეს სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავენ.
ტრადიცია არც ამჯერად დარღვეულა. დისკუსიის თემა ქუთაისელ ქალთა ისტორიები იყო.
კლუბის წევრებმა ღვაწლმოსილი ქუთაისელი ქალბატონები გაიხსენეს, რომლებმაც თავიანთი პროფესინალიზმითა და საზოგადოებრივი აქტიური მოღვაწეობით გარკვეული კვალი დატოვეს ქალაქის ისტორიაში.
დღესვე ქალბატონების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთების გამოფენაც მოეწყო. შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციები კლუბის წევრები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.