შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



შეწყალების კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით დღეს პარლამენტში იმსჯელეს
09.12.2015
უკან დაბრუნება
თბილისის საკრებულოს წევრის ალეკო ელისაშვილის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადება შეწყალების კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით დღეს პარლამენტში განხილვის თემა იყო. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ეკა ხერხეულიძის განმარტებით საქმე ელიტურ კორუფციას ეხება. ამდენად, პროკურატურამ შესაბამისი რეაგირება უნდა მოახდინოს. ანიშნულ საკითხზე კომენტარი უმრავლესობამაც გააკეთა. შეგახსენებთ, რომ დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა პოლიტ პატიმრების შეწყალების საქმეზე გუშინ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებიდან გარკვეული პირები ფულის სანაცვლოდ პატიმრების განთავისუფლებას ითხოვდნენ. დეპუტატი პროკურატურაში დღეს დაიკითხა.