შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



მიმდინარე წლის 1 მაისიდან საქართველოში კერძო და საჯარო დაწესებულებებში თამბაქოს მოწევა იკრძალება
22.03.2018
უკან დაბრუნება
მიმდინარე წლის 1 მაისიდან საქართველოში კერძო და საჯარო დაწესებულებებში თამბაქოს მოწევა იკრძალება. კანონის თანახმად, შენობების ინტერიერი თამბაქოს კვამლისაგან თავისუფალი უნდა იყოს, თამბაქოს კონტროლის ახალი კანონმდებლობის ამოქმედების მიზანი- თამბაქოს მეორადი კვამლის ნეგატიური ზემოქმედებისგან ადამიანების დაცვაა. დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინიცირებით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებმა თამბაქოს მოწევის აკრძალვის, პროცედურებისა და ჯარიმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.