შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის განათლების რესურსცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ, ტელეკომპანია რიონთან კომენტარი გააკეთა
22.03.2018
უკან დაბრუნება
ქუთაისის განათლების რესურსცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ, ტელეკომპანია რიონთან კომენტარი გააკეთა. ბადრი ვაშაკიძემ სატელეფონო ინტერვიუში იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც მას პოსტი დაატოვებინეს. ვაშაკიძე ამბობს, რომ ბრძანება გათავისუფლების შესახებ პირადად განათლების მინისტრისგან მიიღო, ასევე ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზეც, რომ პოსტის დატოვება, აუდიტის სამსახურის შემოწმების შემდეგ დაევალა. ვაშაკიძის ინფორმაციით, უფროსის მოვალეობას ამ ეტაპზე აზა ლეჟავა ასრულებს, თავად კი მინისტრის გადაწყვეტილების გასაჩივრებას სასამართლოში გეგმავს.