სტალინის სახელობის მაღაროში არსებულ მდგომარეობას შრომის მონიტორები გაეცნენ
09.12.2015
უკან დაბრუნება
ქალაქ ჭიათურაში, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის მონიტორები შპს „ჯორჯიან მანგანეზი“-ს სამთო გამამდიდრებელ კომბინატში შრომის პირობებს გაეცნენ.
საქართველოს მთავრობის „შრომის პირობების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ელზა ჯგერენაია შრომის მონიტორებთან ერთად დაესწრო შპს „ჯორჯიან მანგანეზი“-ს ჭიათურის სამთო გამამდიდრებელ კომბინატში შრომის პირობების მონიტორინგის პროცესს.
ჭიათურაში მდებარე სტალინის მაღაროში დასაქმებულები აცხადებენ, რომ მათი მთავარი პრობლემა სპეციალური ფორმების არარსებობაა. მაღროელების თქმით, სპეცფორმებს 6 თვეში ერთხელ უცვლიან, რაც საკმარისი არ არის.
"ჭიათური მანგანეზის" ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ შრომითი ნორმები მაღაროებში მაქსიმალურად არის დაცული, რაც შეეხება სპეცფორმებს, მაღაროელებისათვის მისი შეცვლა მოთხოვნისთანავე ხდება.