იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციამ ბავშვთა ინკლუზიური ცენტრის აღსაზრდელებს უმასპინძლა
22.03.2018
უკან დაბრუნება
დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად, ბავშვთა ინკლუზიური ცენტრის აღსაზრდელებს უმასპინძლა. ბავშვთა გასართობ ცენტრში პატარებს სპეციალური პროგრამა წარმოუდგინეს, რომელშიც მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ჩაერთვნენ. ღონისძიება სიმბოლური ფოიერვერკით დასრულდა.