შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ტყის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქუთაისში ხეების დარგვის აქცია მოეწყო
21.03.2018
უკან დაბრუნება
ტყის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქუთაისში ხეების დარგვის აქცია მოეწყო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლების ჩართულობით 200-მდე მუხის, კოპიტისა და წიწვოვანი სახეობის ნერგი დაირგო. იმერეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ გრიგოლ დალაქიშვილმა და ვიცე გუბერნატორმა იოსებ ხახალეიშვილმა ხეები დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებთან ერთად დარგეს.. მე-8 საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციას მოსახლეობაც შეუერთდა. 21 მარტი დაუნის სინდრომისა და ტყის საერთაშორისო დღეა . გაეროს გენერალურმა ასამბლემამ 21 მარტი მსოფლიოს საერთაშორისო დღედ აღიარა. ამ დღის აღნიშვნის მიზანი ტყის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.