შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



დათო ნიკოლეიშვილი მე-19 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
09.12.2015
უკან დაბრუნება
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორი ქუთაისის შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ესტუმრა. დათო ნიკოლეიშვილი საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტის “მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ ფარგლებში მე-19 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა. სააგენტოს დირექტორი მოზარდებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის მნიშვნელობაზე ესაუბრა . შეხვედრის დასასრულს, ახალგაზრდებს სამახსოვრო საჩუქრები და მათი სკოლის ნომრის გამოსახულებიანი სანომრე ნიშანი გადაეცათ.დათო ნიკოლეიშვილი სააგენტოს რეგიონების მართვის სამმართველოს თანამშრომლებსაც გაეცნო და განსახორციელებელ პროექტებსა და გეგმებზე ესაუბრა.