ქუთაისის საკალათბურთო გუნდ ,,ქუთაისსა“ და“რუსთავს“ შორის შეჯიბრი გაიმართა
03.03.2018
უკან დაბრუნება
ქუთაისის საკალათბურთო გუნდ ,,ქუთაისსა“ და“რუსთავს“ შორის შეჯიბრი გაიმართა. თამაშს ქუთაისის, ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის სპორტის სასახლემ უმასპინძლა.
მიმდინარე სუპერლიგის ლიდერმა “ქუთაისმა” მეორე ადგილზე მყოფ “რუსთავს”პირველობა არც ამჯერად დაუთმო და 76:68 დაამარცხა.
მატჩის ბედი მესამე პერიოდში გადაწყდა. თანაბარი პირველი პერიოდის შემდეგ მასპინძლები სრულ უპირატესობას დაეუფლნენ და 24 ქულით დაწინაურდნენ.
დარჩენილ 10-წუთეულში რუსთაველებმა მაქსიმალურად მოინდომეს, თუმცა მხოლოდ ღირსეული სხვაობით დამარცხება მოახერხეს. საბოლოოდ შეხვედრა მხოლოდ 8 ქულით დათმეს.