ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ქალაქის მერის, ინიციატივა დაამტკიცა
03.03.2018
უკან დაბრუნება
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ქალაქის მერის, ინიციატივა დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც პროგრამა კორპუსის დაფინანსებაში მოსახლეობის წილი ნულოვანი ხდება. დღემდე მოსახლეობა ეზოებისა და სადარბაზოების კეთილმოწყობისთვის საჭირო თანხის 10%-ს იხდიდა. ამიერიდან პროგრამა "კორპუსის" ფარგლებში გაწერილ ყველა სამუშაოს ადგილობრივი თვითმმართველობა სრულად დააფინანსებს. მოსახლეობას მხოლოდ ხარჯთაღრიცხვისა და პროექტის წარდგენის ვალდებულება ეკისრება.