შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ხუთი თვის წინ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ანასეულში, ნიადაგისა და სურსათის დიაგნოსტიკის ცენტრში ბიოლოგიური ლაბორატორიის მოწყობა დაიგეგმა
01.03.2018
უკან დაბრუნება
ხუთი თვის წინ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ანასეულში, ნიადაგისა და სურსათის დიაგნოსტიკის ცენტრში ბიოლოგიური ლაბორატორიის მოწყობა დაიგეგმა. რომლის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ეფექტური საბრძოლო მექანიზმების შემუშავებაა. როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, ანასეულის ლაბორატორიაში გადაიარაღების პროცესი უკვე დაწყებულია, ასევე მათი თანამშრომლები და სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები შვეიცარიაში იყოფებიან, სადაც მავნებლის ბუნებრივი მტრის საკითხს სწავლობენ. ზურაბ ლიპატრტია განმარტავს, რომ ბაღლინჯოს აზიურ ქვეყნებში, ბუნებრივი მტერი, ძირითადად იაპონური კრაზანა არეგულირებს. მისი თქმით, ამ მწერის საქართველოში შემოყვანა თუ გადაწყდება, ამის საფუძველი შესაბამისი კვლევები იქნება. იაპონური კრაზანა, კრაზანისებრთა ოჯახის წარმომადგენელია, მილიმეტრნახევრიანი მწერი. ის აზიური ფაროსანას კვერცხის პარაზიტია. არსებული ინფორმაციით, ჩინეთსა და კორეაში ეს კრაზანა 90%-ით მხოლოდ ფაროსანას კვერცხს აზიანებს. ანასეულის ლაბორატორიის სამუშაო-საკონსულტაციო ჯგუფში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, სურსათის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სპეციალისტები არიან გაერთიანებული. შაბლონი რადიონიუსებისთვის- მედიაპროდუქტი მომზადებულია ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ისმხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორმედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.