შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



არასამთავრობო ორგანიზაციამ „ევროპა ჩვენი სახლია“ პლაკატები 25 თებერვალს გააკრა და ამით რუსეთის მიერ ქვეყნის ოკუპაცია გააპროტესტა
27.02.2018
უკან დაბრუნება
არასამთავრობო ორგანიზაციებმა, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა მერიის კიბეებზე გაკრული სტიკერების ჩამოხსნა გააპროტესტეს და განაცხადეს,რომ ოკუპაციას სჭირდება შეჩერება და არა ისეთი ქმედება,როგორსაც ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში გამოხატავენ. არასამთავრობო ორგანიზაციამ „ევროპა ჩვენი სახლია“ პლაკატები 25 თებერვალს გააკრა და ამით რუსეთის მიერ ქვეყნის ოკუპაცია გააპროტესტა.თორნიკე ბარათაშვილის განცხადებით მერიამ მათ მიერ გაკრული სტიკერები მალევე ჩამოხსნა და გაფრთხილება მისცა, რომ განმეორებით შემთხვევაში მათი დაჯარიმება,მოხდებოდა . დღეს საპროტესტო აქცია თეთრი ხიდიდან დაიწყო და მონაწილეებმა მსვლელობით მერიისკენ გადაინაცვლეს.მათ კიბეებზე სტიკერები ისევ გააკრეს.აღნიშნულ საკითხზე კომენტარი ადგილობრივ თვითმმართველობაში არ გაუკეთებიათ.