შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისმა საკუთარი ანტი-კორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა მიიღო
27.02.2018
უკან დაბრუნება
ქუთაისმა საკუთარი ანტი-კორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა მიიღო, რის შემდეგაც საქართველოს პირველი ქალაქი გახდა. ქუთაისში კორუფციას ადგილობრივ სპეციფიკაზე მორგებული ინოვაციური მეთოდით გაუმკლავდებიან. საქმიანობა ინოვაციური მოდელის - Islands of Integrity - გამოყენებით წარიმართება, აღნიშნულის განხორციელებაში ქალაქს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ეხმარება. ანტიკორუფციული მეთოდოლოგია Islands of Integrity განკუთვნილია როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორებისათვის და მიზნად ისახავს პოლიტიკასა და საორგანიზაციო სისტემებში კორუფციის შესაძლებლობების გამოვლენას და შესაბამისი პრევენციული ზომების გატარებას. აღნიშნულ სტრატეგიას ხელი ქალაქის მერმა და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელმა მოაწერეს.