რუსეთის 18 წლამდელთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბში ქუთაისში მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა
27.02.2018
უკან დაბრუნება
რუსეთის 18 წლამდელთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბში ქუთაისში მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა.შეხვედრა „აია-არენაზე“ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებთან შედგა და ქართველი მორაგბეების გამარჯვებით ანგარიშით 33:19 დასრულდა.რუსეთის ნაკრებმა საწვრთნელი შეკრების ფარგლებში ქუთაისში სულ 3 ამხანაგური მატჩი გამართა და სამივეში დამარცხდა.