ქუთაისის მერიამ კომპანია ,,ეს ემ კა"-ს, რომელიც წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს ქალაქში, საჯარიმო სანქცია დაუწესა
26.02.2018
უკან დაბრუნება
ქუთაისის მერიამ კომპანია ,,ეს ემ კა"-ს, რომელიც წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს ქალაქში, საჯარიმო სანქცია დაუწესა. საქმე ეხება თაბუკაშვილის, დადიანისა და გუგუნავას ქუჩებს, სადაც კომპანიამ წყლის სამუშაოების დასრულების შემდეგ გზის საფარი არ აღადგინა. კომპანია ,,ეს ემ კა"-ს უკვე გაეგზავნა წერილობითი გაფრთხილება და მიეცა 10 დღე რათა მოხდეს ყველა მონაკვეთის აღდგენა და პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა. საუბარია 100-მდე ქუჩაზე.