შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



რამაზ ჩხიკვაძემ დღეს მის მიერ შემუშავებული ახალი პროექტი მერის წარმომადგენლებს გააცნო
26.02.2018
უკან დაბრუნება
„ერთად მოვუაროთ და დავასუფთაოთ ჩვენი ქალაქი“. ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, რამაზ ჩხიკვაძემ დღეს მის მიერ შემუშავებული ახალი პროექტი მერის წარმომადგენლებს გააცნო. ინიციატივა კორპუსის ეზოების დასუფთავებასა და მოწესრიგებას ითვალისწინებს. პროექტის მიხედვით შეიქმნება კომისია, რომელიც ქალაქში ყველაზე ლამაზი კორპუსის ეზოს გამოავლენს. გამარჯვებული ეზოს ამხანაგობას კი ქუთაისის საკრებულო და მერია ერთ ინფრასტრუქტურულ პროექტს დაუფინანსებს. (მინი სტადიონის კეთილმოწყობა, ატრაქციონები, ფანჩატური და სავარჯიშო ტრენაჟორების მონტაჟი) ქალაქში ყველაზე ლამაზი ეზოს სტატუსის მქონე კორპუსი 2 მაისს გამოვლინდება.